შეკვეთის მიწოდების პირობები:
პროდუქციის მიწოდება ხორციელდება თბილისის მასშტაბით.
უფასო მიწოდება 50 ლარის ზემოთ.
50 ლარამდე ნივთის შეძენისას მიწოდების სერვისით სარგებლობა ფასიანია, რაც მითითებული იქნება ყოველი კონკრეტული ნივთის ყიდვის შემთხვევაში.
მიწოდების ფასი განისაზღვრება ნივთის წონის მიხედვით:
0 - 5კგ - 3 ლარი
5 - 10 კგ - 5 ლარი
10 - 20 კგ - 8 ლარი
20 - 30 კგ - 10 ლარი
შეძენილი პროდუქციის ადგილზე მიწოდება თბილისის მასშტაბით ხდება თანხის გადახდიდან მეორე სამუშაო დღეს.
ნივთის ყიდვის შემდეგ მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს კომპანიას მითითებულ ნომერზე და შეათანხმოს მიწოდების დრო და მისამართი. თუ აღნიშნულ დროს მყიდველი არ იქნება მის მიერ მითითებულ მისამართზე, კომპანია ნივთს აბრუნებს შპს „ნდზ“-ს ოფისში . მყიდველი ვალდებულია ამ მისამართიდან გაიტანოს შეძენილი ნივთი. თუ მყიდველს სურს შეძენილი ნივთის ხელახლა მიწოდება, ის ხელმეორედ იხდის მიწოდების საფასურს.
მომხმარებელი მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელის მოწერით ადასტურებს მიღება-ჩაბარების დოკუმენტში ჩამოთვლილი პროდუქციის სრულად და უნაკლოდ მიღებას.
მყიდველს უფლება აქვს არ ჩაიბაროს პროდუქცია, რომელიც არ შეესაბამება მყიდველის მიერ დაკვეთილ პროდუქციას და ხელი არ მოაწეროს მიღება-ჩაბარების დოკუმენტს, ხოლო კომპანია ვალდებულია შესაძლო უმოკლეს ვადაში მიაწოდოს მყიდველს ახალი პროდუქტი ან მისი ალტერნატივა. თუ მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ ვერ მიაღწიეს მსგავსი პროდუქციით ჩანაცვლებაზე შეთანხმებას, კომპანია იღებს ვალდებულებას სრულად დაუბრუნოს მყიდველს მის მიერ გადახდილი პროდუქციის საფასური არა უგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ მყიდველს უფლება არ აქვს მოითხოვოს აღნიშნული ნივთის დაბრუნება/შეცვლა. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე ნივთის დაბრუნების მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს კომპანია თავისი შეხედულებისამებრ.
კომპანია ვერ უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შერჩეული და გადახდილი პროდუქციის მიწოდების სრულ გარანტიას. კომპანია უფლებას იტოვებს მყიდველს შესთავაზოს იმ პროდუქციის მსგავსი პროდუქცია, რომლის ღირებულება მყიდველმა გადაიხადა და ვერ მიიღო. თუ მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ ვერ მიაღწიეს მსგავსი პროდუქციით ჩანაცვლებაზე შეთანხმებას, კომპანია იღებს ვალდებულებას სრულად დაუბრუნოს მყიდველს გადახდილი თანხა.
მყიდველი თანხმდება გადახედოს და დაეთანხმოს ამ შეთანხმებას ვებგვერდიდან პროდუქციის ან მომსახურების შეძენამდე.
კომპანია იტოვებს უფლებას არეგულიროს გარკვეულ საქონელზე და მომსახურებაზე ფასები და პირობები.